суббота, 20 декабря 2008 г.

ყველი

ყველის რამდენიმე სახეობა

kველისაკვები პროდუქტი, რომელიც აჭრილი რძისგან მზადდება. გამოყენებული რძე შეიძლება იყოს ძროხის, ცხვრის, თხის, კამეჩის, ან რომელიმე სხვა ძუძუმწოვრის. ყველი არის თეთრი ან ღია–მოყვითალო ფერის. შეიძლება ჰქონდეს ნასვრეტები.

არსებობს ყველის ასეულობით სახეობა, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიით მზადდება. საქართველოში გავრცელებული ყველის ნაირსახეობებია: გუდის ყველი, იმერული ყველი, სულუგუნი.

დამზადების ტექნოლოგია:

გ უ დ ა

ოთხში ამოღბული თხის, ცხვრის ან ხბოს ტყავისაგან დამზადებული პარკი, ჩვეულებრივ ზურგზე ან მხარზე გადასაკიდებელი. თხის ტყავის გუდა შიგნიდან კუპრავდნენ და საღვინედ იყენებდნენ. მას "კუპრი", "კუპრიელი", "ტიკი" (ძვ. "თხიერი") ერქვა. გუდით გადაჰქონდათ აგრეთვე წყალი, ზეთი, თაფლი, ტკბილი და სხვა. ცხვრის ტყავის გუდას ყველის (გუდის ყველი) გამოსაყვანად და შესანახად იყენებდნენ. ცხვრ-
ის და თხის რძეს შეთბობენ ,აჭრიან წინასწარ მომზადებული მჟავე ხსნარით,გარკვეული დამუშავების შემდეგ ათავსებენ გუდაში და ინახავენ.

იმერული ყვე
ლი

იმერული ყველი მზადდება ძროხის რძით. წინასწარ ამზადებენ რძის ასაჭრელ სითხეს .
კარგად გასუფთავებულ ღორის კუჭს ათავსებენ ძმრიან ჭურჭელში და აყოვნებენ ორი კვირა. მიღებულ სითხეს მცირე რაოდენობით უმატებენ შემთბარ რძეს , ცეცხლზე ცოტას კიდევ შეათბობენ და დამუშავების შემდეგ გუნდად შეკრულს დადებენ საწურზე.
მსგავსი წესით მზადდება ოსური ყველი.

სულგუნი


იმერული წესით დამზადებულ ახალ ყველს დაჭრიან ,ისევ ჭურჭელში მოათავსებენ, ცეცხლზე შემოდგამენ ,ცოტა რძეს დაუმატებენ და დიდხანს ზელენ. ზოგჯერ ასეთი წესით მომზადებულ სულგუნს შებოლავენ.